ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 60 მილიონი დოლარის გამოყოფის განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ პენტაგონის ბიუჯეტიდან, უკრაინისთვის, 60 მილიონ დოლარამდე გამოყოს. შესაბამისი მემორანდუმი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

სამხედრო დახმარების პაკეტი ითვალისწინებს უკრაინის სამხედროების განათლებასა და სწავლებას.

დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის წინ მიიღო.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები ვაშინგტონში 31 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმიერ ზელენსკის შეხვედრა ერთი დღით გადაიდო

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

ჯეიკ სალივანი: აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების $100 მილიონიანი პაკეტი რეზერვში აქვს