ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ

პენტაგონის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტის დატოვება დაიწყეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ავღანეთიდან საბოლოო ევაკუაციის ვადის მოახლოებასთან ერთად, საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მან დაასრულა თავისი საქმიანობა ქვეყანაში.

ასევე წაიკითხეთ: თურქეთი: ჩვენი მიზანია, ქაბულის აეროპორტის დაცვა და ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა აშშ-ის გასვლის შემდეგ

აშშ-მა თანმხლები პირების გარეშე ავღანეთიდან ათობით ბავშვის ევაკუაცია განახორციელა.

ბავშვები ქაბულის აეროპორტში მშობლებისა და კანონიერი მეურვის გარეშე მივიდნენ და აშშ-ში ჩაყვანის შემდეგ, ისინი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტსა და სოციალური სამსახურის ლტოლვილთა ოფისს ჩააბარეს.

Reuters-ის ცნობით, ზოგიერთი ბავშვი აშშ-ში მცხოვრებ ნათესავებს გადასცეს. სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ კი 34 ავღანელი არასრულწლოვანი იმყოფება, ისინი სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანეს, რომლებსაც ავღანელ ბავშვებზე ზრუნვის გამოცდილება აქვთ.

დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს