Reuters-ი: აშშ-მ ავღანეთიდან ათობით ბავშვი მეურვეების გარეშე გამოიყვანა

აშშ-მა თანმხლები პირების გარეშე ავღანეთიდან ათობით ბავშვის ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმციას, აშშ-ის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ქაბულის აეროპორტში მშობლებისა და კანონიერი მეურვის გარეშე მივიდნენ და აშშ-ში ჩაყვანის შემდეგ, ისინი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტსა და სოციალური სამსახურის ლტოლვილთა ოფისს ჩააბარეს.

Reuters-ის ცნობით, ზოგიერთი ბავშვი აშშ-ში მცხოვრებ ნათესავებს გადასცეს.სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ კი 34 ავღანელი არასრულწლოვანი იმყოფება, ისინი სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანეს, რომლებსაც ავღანელ ბავშვებზე ზრუნვის გამოცდილება აქვთ.

ამავე თემაზე:

ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა

აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტს მოერიდონ

თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული