ჩრდილო-აღმოსავლეთ ოჰაიოს ბარებმა და რესტორნებმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულ 13 სამხედრო მოსამსახურეს პატივი მიაგეს.
შტატის მასშტაბით, პარასკევს, სხვა და სხვა ბარებსა თუ რესტორნებში გამოჩნდა სიმბოლურად ცარიელი მაგიდები, რომლებზეც ლუდით სავსე 13 კათხა ელაგა.
ამ ფორმით ობიექტების მფლობელებმა პატივის მიაგეს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს.
როგორც ცნობილია, ცარიელ მაგიდებზე ასევე იყო წარწერებიც, რომელიც აღნიშავდა, რომ მაგიდა სიმბოლურად მათთვის, დაღუპული სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი.
ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.
ამავე თემაზე:
აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია
თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული
ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ
ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ
მედია: ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა