აშშ-მ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 45 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„აშშ უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 45 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს დახმარება ჩვენს პარტნიორებს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ 3.4 მილიონ უკრაინელს, ვისაც ეს დახმარება სჭირდება“, - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას პირველ სექტემბერს შეხვდა.
ამავე თემაზე:
აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო
აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს
ენტონი ბლინკენი: აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს
აშშ-მა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს
აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორი დოკუმენტი გაფორმდა