ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებს "ძალიან პოზიტიური" უწოდა.

მისი თქმით, აშშ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია არა სიტყვებით, არამედ საქმით.

"განწყობა ძალიან პოზიტიურია. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არა სიტყვებით, არამედ საქმით. შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას ენერგეტიკულ სექტორში, NATO-ში გაწევრიანებას. და, რაც მთავარია, ისინი მხარს უჭერენ ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება დიდი ეკონომიკური მიღწევები. მაგრამ ყველაფერი, რა თქმა უნდა, დეტალებზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია.

"მოვა როცა შეძლებს. ის დაკავებული ადამიანია"- თქვა ზელენსკიმ.

ამავე თემაზე:

აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო

აშშ-მა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორი დოკუმენტი გაფორმდა

აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო