მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება მკაფიო პასუხი - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ 12 წელს გადაცილებული ბავშების აცრაზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მიმდინარეობს რიგი ქვეყნების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
თამარ გაბუნიას თქმით, მაგალითად, რიგ ქვეყნებში მიმდინარეობს ვაქცინაცია, დიდ ბრიტანეთში კი, მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებს ცრიან.
ცნობისთვის, აშშ-მ 12 წლიდან მოზარდების აცრა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო.
ამავე თემაზე:
რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება
საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება
12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს