დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, რომ პირბადის არქონის გამო მოქალაქეებს ჯარიმის ნაცვლად პირბადე გადაეცეთ. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებელია, დავურიგოთ მათ პირბადეები. თუ ვინმეს არა აქვს პირბადე, კი ნუ დავაჯარიმებთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მათ და ვუთხრათ, გაიკეთეთ პირბადე და ისე იმგზავრეთ.
თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია