საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები.

ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.

ამავე თემაზე:

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია

ნიკოლ ფაშინიანი: სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა