ჩინეთი ავღანეთს საკვებისა და კოვიდვაქცინების მარაგს ჰპირდება. ამის შესახებ BBC იტყობინება.
პეკინი მზად არის „თალიბანის“ მთავრობასთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად. ფხენიანი მიიჩნევს, რომ ახალი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება „აუცილებელი ნაბიჯი იყო ავღანეთში წესრიგის აღდგენისათვის".
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ იმ დახმარების შესახებ პაკისტანის, ირანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გამოაცხადა.
მან მოუწოდა ამ ქვეყნებს, ითანამშრომლონ ავღანეთის დასახმარებლად და აღნიშნა, რომ ჩინეთი ასევე მიაწვდის ავღანეთს 3 მილიონ დოზა ვაქცინას.
ჩინეთი ასევე ხმამაღლა აკრიტიკებს შეერთებულ შტატებს და აცხადებს, რომ მისი ჯარების გაყვანამ კატასტროფა გამოიწვია. სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა „სერიოზული ზიანი მიაყენა ავღანელ ხალხს ქვეყანაში მისი შეჭრის პირველივე დღიდან მისი გაყვანის ბოლო წუთამდე".
ასევე წაიკითხეთ: „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა
„ის, რაც აშშ -მ გააკეთა ავღანეთში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს სამხედრო ჩარევის შედეგებს და სხვებისთვის საკუთარი იდეოლოგიისა და ღირებულებების დაწესების მცდელობებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა.
„თალიბანი“ ჩინეთს ავღანეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად თვლის და „ჩინეთის ინვესტიციებისა და ომში დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად მხარდაჭერის იმედი აქვს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის „თალიბანის“ მთავრობის აღიარებისგან.
ამასთან, ევროკავშირი აცხადებს, რომ „თალიბანის“ დროებითი მთავრობა არც ინკლუზიურს ჰგავს და არც წარმომადგენლობითს.
ამავე თემაზე:
რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?
ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა