დმიტრო კულება: უკრაინას დასავლეთის დაპირებების არ სჯერა. არმია, დიპლომატია და უკრაინელი ხალხი არის ის, რაც გადარჩენისთვის გვჭირდება

უკრაინა მივიდა იმ აზრამდე, რომ მას შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს და ისრაელის მაგალითის შემდეგ, უნდა იქცეს მოქნილ მილიტარიზებულ სახელმწიფოდ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიტანულ გაზეთ The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, "უკრაინას დასავლეთის დაპირებების არ სჯერა".

"უკრაინამ მიიღო მრავალი მწარე გაკვეთილი, იმის შესახებ, რომ დასავლეთის დაპირებები, ალბათ, არ შესრულდება. ჩვენ არ გვჯერა დაპირებების. უკრაინა მიხვდა, რომ მას შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს.

მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს ნიშნავს ისწავლოს, როგორ გადაიქცეს მოქნილ, მილიტარიზებულ სახელმწიფოდ ისრაელის მსგავსად. გარემოებები არჩევანს არ ტოვებს. არმია, დიპლომატია და უკრაინელი ხალხი არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება გადარჩენისთვის", - განაცხადა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი ინვესტიცია საზღვრების გასაძლიერებლად, რაც მას დაუცველს ხდის დივერსიული ჯგუფებისა და ბელორუსიიდან მიგრანტებისთვის.

ასევე გაეცანით:

დმიტრო კულება: უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, ევროკავშირი არაა მზად უკრაინის მისაღებად

კერსტი კალიულაიდი: უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის წლები“ აშორებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე NATO ბევრს დაკარგავს, უკრაინის გარეშე ევროკავშირი მნიშვნელოვნად დასუსტდება