ჰელმანდის გუბერნატორი დასავლეთს: აღიარეთ „თალიბანი", დაბრუნდით ფულით და არა იარაღით

ჰელმანდის ახალი გუბერნატორი, თალიბ მავლავი, რომელიც გუბერნატორად "თალიბანმა" დანიშნა, ამტკიცებს, რომ ბრძოლის დრო დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

გუბერნატორი ბრიტანეთსა და NATO-ს სხვა წევრებს "თალიბანის" აღიარებისკენ მოუწოდებს.

"აღიარეთ "თალიბანი" ავღანეთის ლეგიტიმურ ლიდერად და შემდეგ დაბრუნდით, მაგრამ ფულით და არა იარაღით. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ბრძოლაში, ჩვენ ვერ გავიცანით ერთმანეთი ჩვეულებრივ დროს. ახლა თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ჩვენი გული და გაგვახაროთ, თუ თქვენ აღიარებთ ამ მთავრობას", - აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ავღანეთს უნდა დაეხმაროს.

"ყველა ეს უცხო ქვეყანა შემოიჭრა და მოკლა ჩვენი ქალები, ბავშვები და მოხუცები და გაანადგურა ყველაფერი. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაგვეხმაროს ჰუმანიტარული დახმარებით და განათლების, ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული", - აცხადებს გუბერნატორი.

ამავე თემაზე:

დონორები ავღანეთის დასახმარებლად 1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფენ

ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს