აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არის აშშ-ის "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი".
ვაშინგტონში აშშ-სა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონს სურდა მოეპოვებინა ყველა შესაძლებლობა ინდო-წყნარ ოკეანეში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
"ჩვენ წარმოუდგენლად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთთან ინდო-წყნარი ოკეანის ბევრ პრიორიტეტზე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვაგრძელებთ ასე. ჩვენ ფუნდამენტურ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობას, ამ პარტნიორობას",- განაცხადა ბლინკენმა.
თეთრმა სახლმა დაიცვა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, უარყო ჩინეთისა და საფრანგეთის კრიტიკა გარიგების გამო.
"ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ჩინეთთან", - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ.
ამავე თემაზე:
ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს