აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. იუწყება „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო.

მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რათა დოკუმენტი კანონად იქცეს. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. სანქციები შეეხება ყველა პირსა და კომპანიას, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობასა და ფუნქციონირებასთან არის კავშირში.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტზე შეთანხმებას 21 ივლისს მიაღწიეს. შედეგად, გერმანია ვალდებულია, ზომები მიიღოს, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

მისი მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.

ამავე თემაზე:

რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა