Edison Research-ი: დღეს რომ თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მოსახლეობის - 36% მისცემდა, ენმ - 27%, „საქართველოსთვის“ - 11%

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობაში კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს,რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 36%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27%;

გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 11%;

ლეიბორისტული პარტია - 4%;

ლელო - 4%;

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4%;

ევროპული საქართველო - 2%;

გირჩი - 2%;

მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;

პატრიოტთა ალიანსი - 2%

ელენე ხოშტარია - დროა - 1%;

ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%;მოქალაქეები - 1%;

სხვა - 3%.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულნი არიან საკუთარ არჩევანში, სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 84% ამბობს, რომ დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში და აუცილებლად ამ პარტიას მისცემს ხმას; შესაბამისად 16% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა 89%დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში, 11% ამბობს, რომ არაა დარწმუნებული;

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" მხარდამჭერთა 76%-ია საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, შესაბამისად, 24% - არა.

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევა 12 სექტემბრიდან- 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

.

კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

ამავე თემაზე:

Edison Research-ი: დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, მოსახლეობის 43% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 30% - ნიკა მელიას, 12% - გიორგი გახარიას

IPSOS-ის კვლევით, თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება

თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა