საქართველო 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრის ორ ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და იმუნიზაციის საბჭო მალე მისცემს რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტროს.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი მოსაზრება და მას იმუნიზაციის საბჭოში დააფიქსირებს. არსებობს ორი მიდგომა - საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით, ყველა ბავშვი იცრება. მეორე - ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ისინი, რომლებსაც შესაბამისი ჩვენებები აქვთ, ასევე - მშობლების სურვილით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:
საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება
12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს
12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ