ქაბულის უნივერსიტეტში ქალ სტუდენტებსა და მასწავლებლებს სიარული აუკრძალეს

ქაბულის უნივერსიტეტში ქალი სტუდენტებისა და ლექტორების შეშვება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეყილება უნივერსიტეტის რექტორმა, მოჰამედ აშრაფ ღაირატიმ მიიღო.

"აკრძალვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ყველასათვის ნამდვილი ისლამური გარემო არ იქნება უზრუნველყოფილი, ქალებს უნივერსიტეტში მოსვლის ან მუშაობის საშუალება არ ექნებათ. ისლამი უპირველეს ყოვლისა", - განაცხადა ქაბულის უნივერსიტეტის რექტორმა.

ამავე თემაზე:

„თალიბანმა“ ჰელმანდის პროვინციაში, სილამაზის სალონებს კაცებისთვის წვერის გაპარსვა აუკრძალა

ავღანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ბიჭებსითვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა

ავღანეთში სტუდენტები უნივერისტეტებში დაბრუნდნენ