ევროპარლამენტარი: მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, მას შემდეგ, რაც ამ შედეგებს საერთაშორისო დამკვირვებლები შეაფასებენ

"ერთი კვირის წინ მიხეილ სააკაშვილს ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, მან პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, მას შემდეგ, რაც ამ შედეგებს შეაფასებენ ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები", - ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „მოამბის" ეთერში განაცხადა.

კალიურანდის თქმით, მან ასევე მოუწოდა საქართველოს ექს-პრეზიდენტს, პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად, მთელი თავისი პოლიტიკური კაპიტალი გამოიყენოს.

" ჩემი გზავნილი ასეთია, საქართველოს არ სჭირდება დამატებითი პორვოკაციები და დამატებითი პოლარიზაცია,. მე ეს პირადად მოვუწოდე სააკაშვილს შეხვედრაზე, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა, რომ გამოიყენოს მთელი პოლიტიკური კაპიტალი, რათა ცადოს პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა. გამოიყენოს მთელი პოლიტიკური წონა, რომელიც მას აქვს საქართველოში, რათა მოახდინოს პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არჩევნები იყოს სამართლიანი, ღია და ასევე მნიშვნელოვანია, მან პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, მას შემდეგ, რაც ამ შედეგებს შეაფასებენ ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გამწარებული ადამიანი

აშშ-ის ყოფილი ელჩი: დასავლეთში სააკაშვილი განიხილება როგორც საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა

კახა კალაძე: თუ სააკაშვილი ჩამოვა, ბედნიერები ვიქნებით, რადგან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს