„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დავით კირკიტაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა პირობა შეასრულა.
მისი თქმით, მას კუმუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან არ ჰქონია, თუმცა იცოდა, რომ გადამწყვეტ დროს აქ იქნებოდა.
„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის თქმით, 3 ოქტომბერს ყველა უნდა დაიძრას თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მიხეილ სააკაშვილს ყველა ნახავს.
მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს.
კომენტარი გააკეთა ეკა ხერხეულიძემაც და აღნიშნა, რომ დამატებითი ვიდეოები უახლოეს მომავალში გავრცელდება. მისი თქმით, არ იცის, რატომ შეიცვალა ექსპრეზიდენტმა გეგმები და დეტალებზე მიხეილ სააკაშვილი თავად ისაუბრებს. ხერხეულიძემ დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება რთულია.
მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
კახა კუჭავა: ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, თუმცა „ფეიკვიდეოა“, სააკაშვილი არ ჩამოსულა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მყარად გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, ნეტავ ყოფილიყო