ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰქონდა სრულად გადმოცემული კომისიების მიერ ყველა შესაბამისი ოქმი და ამიტომ ვერ მოხდა მისი დროულად მისი გამოქვეყნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატების შედეგები ასე გამოიყურება:
რუსთავი:
დავით კირკიტაძე - "ნაციონალური მოძრაობა" - 43.81%
ნინო ლაცაბიძე - "ქართული ოცნება" - 44,92%
ბექა ლილუაშვილი - "საქართველოსთვის" - 6.7%
ქუთაისი:
ხატია დეკანოიძე - "ნაციონალური მოძრაობა" - 43.81%
იოსები ხახალეიშვილი - "ქართული ოცნება" - 41.76%
გიორგი გოგუაძე - "საქართველოსთვის" - 8.09%
ფოთი:
გიორგი უგულავა - "ნაციონალური მოძრაობა" - 37.44%
ბექა ვაჭარაძე - "ქართული ოცნება" - 47.73%
გიორგი აბსარიძე - "საქართველოსთვის" - 14.83%
ბათუმი:
გიორგი კირთაძე - "ნაციონალური მოძრაობა" - 43.6%
არჩილ ჩიქოვანი - "ქართული ოცნება" - 41.07%
ირაკლი მიქელაძე - "საქართველოსთვის" - 10.54%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული შედეგების გამოქვეყნების დროს, 3 743 უბნიდან დათვლილი იყო, 1 446 საარჩევნო უბანი - 38.63%.
ცესკო: 59 თვითმმართველი თემიდან, 15-ში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება