ცესკოს მიერ განახლებული წინასწარი მონაცემებით,  თბილისში „ქართულ ოცნებას“ 40.73 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 28.42

ცენტრალური საარჩევნო კომისია, თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისში პროპორციულ არჩევნების განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

განახლებული მონაცემების თანახმად, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 428 უბანზე (55.66%).

წინასწარი მონაცემებით, უკვე დათლილი ხმებიდან, „ქართულ ოცნებას“ 40.73 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 28.42 პროცენტი.

აღნიშნული მონაცემებით, საარჩევნო სუბიექტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2 687 ხმა (1.04 %); „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 2 791 (1.08 %); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 73 346 (28.42 %); „ევროპელი დემოკრატები“ – 406 (0.16 %); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 6 158 (2.39 %); „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 4 388 (1.7 %); „ლელო“ – 9 038 (3.5 %); „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3 534 (1.37 %); საქართველო – 449 (0.17 %); „გოგი წულაია – ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 224 (0.09 %); „რეფორმერი“ – 176 (0.07 %); „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ – 247 (0.1 %); „ევროპელი სოციალისტები“ – 113 (0.04 %); „საქართველოს განვითარების პარტია“ – 91 (0.04 %); „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 83 (0.03 %); გახარია – საქართველოსთვის 22 435 (8.69 %); „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“ – 103 (0.04 %); „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“ – 99 (0.04 %); მშრომელთა სოციალისტური პარტია – 149 (0.06 %); ერი – მირიან მირიანაშვილი – 276 (0.11 %); „ელენე ხოშტარია – დროა“ – 5 252 (2.04 %); „მემარცხენე ალიანსი“ – 65 (0.03 %); დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა – 827 (0.32 %); „გირჩი“ – 3 988 (1.55 %); „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ – 593 (0.23 %); ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 105 100 (40.73 %); „მესამე გზა“ – 146 (0.06 %); „სახალხო პარტია“ – 563 (0.22 %); „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 8 008 (3.1 %); „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 6 411 (2.48 %); „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ – 307 (0.12 %).

ცესკო: თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.56% აიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 31.23%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ ხმების 45,33% მიიღო, ნიკა მელიამ - 34,2%, გიორგი გახარიამ - 9.07%

ცესკო: 59 თვითმმართველი თემიდან, 15-ში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება