„საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე, ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული იყო ბრალდებები, რომლებიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას, კანდიდატებისა და ამომრჩევლების დაშინებასა და არათანაბარ გარემოს", - ამის შესახებ, ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების დღემ ჩაიარა გამჭვირვალედ, მიუხედავად პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებისა, კონკრეტულად, ხმების დათვლის დროს.
„საარჩევნო დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა დაფიქსირდა ცალკეული ძალადობრივი ფაქტები. ისეთი საკითხები, როგორიც არის დამკვირვებელი მოქალაქეები, პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ერეოდნენ საარჩევნო პროცესში და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე საარჩევნო უბნების გარეთ, პრობლემური აღარ იყო.
არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, ცალკეული ძალადობრივი ინციდენტებით. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნისა და ხმის მიცემის პროცესი პოზიტიურად, საარჩევნო უბნების დიდ უმრავლესობაში, სადაც ისინი აკვირდებოდნენ, თუმცა დაფიქსირდა ხალხმრავლობის მაგალითები, რომელიც იყო გამოწვევა კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული წესების დაცვის მიმართულებით.
დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც გამჭვირვალე, მაგრამ უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ფიქსირდებოდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები პროტოკოლის დაკმაყოფილების ნაწილში. სადამკვირვებლო მისია აგრძელებს მუშაობს და აკვირდება არჩევნების შემდგომ გარემოსა და პროცესებს“, - განაცხადა ალბერტ იონსონმა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სხვადასხვა პროექტზე გაკეთებული განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არ იყო კანონთან შესაბამისობაში.
ალბერტ ჯონსონის განმარტებოთ, არსებული საარჩევნო კანონმდებლობა ზოგადად უზრუნველყოფს ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული, კონკრეტულად, ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო დავების გადაწყვეტასთან და ადმინისტრაციულ რესურსთან.
ცესკო: 64 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება