ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან დაახლოებით 7-საათიანი სამაშველო სამუშაოს შემდეგ, ერთი ქალი ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას კლინიკაში გადაჰყავს. ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნანგრევებში მოჰყვა. მაშველები მათ ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

რამდენიმე საათის წინ ნანგრევებში მოყოლილი კორპუსის წინ მდგარი მანქანიდან მაშველებმა ბავშვი გამოიყვანეს.

ექიმების თქმით, მას მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

მას შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნანგრევებში ადამიანი იპოვეს.

შს მინისტრის ინფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანი მოჰყვა. აქედან ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ.

ამ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი, დაახლოებით 15 ოჯახი.

ადგილზე მყოფი შს მინისტრის ინფორმაციით, ნგრევა სავარაუდოდ, საყრდენი კედლის გამოცლამ გამოიწვია, გაზის აფეთქება კი 90%-ით გამორიცხულია.

შს მინისტრმა დაასახელა ვერსია, რომელსაც სამართალდამცველები ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად განიხილავენ