რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდთან შეხვედრა სასარგებლო იყო, თუმცა მან ურთიერთობების შესაძლო გაუარესების შიში გამოხატა.
„ამერიკელები ყურადღებას არ აქცევენ ჩვენს ლოგიკას ან ჩვენს მოთხოვნებს“, - განაცხადა რიაბკოვმა, Ria Novost-ის ცნობით.
„ძალიან მცირე პროგრესი შეინიშნება, როდესაც საქმე ეხება არსებულ პრობლემებს”, - აღნიშნა რიაბკოვმა და დაამატა, რომ არსებობს ახალი დაძაბულობის რისკი.
შეერთებული შტატების საელჩოს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ვიქტორია ნულანდი აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც უკანასკნელ წლებში მოსკოვს ეწვია.
რიაბკოვმა განაცხადა, რომ მან და ნულანდმა ვერ მიაღწიეს პროგრესს დიპლომატიური მისიების დაკომპლექტების საკითხში.
მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალების მიერ ცენტრალურ აზიაში ბაზების გამოყენების საკითხი, როგორც ავღანეთზე მჭიდროდ დაკვირვების მცდელობების ნაწილი განიხილებოდა. მისი თქმით, რუსეთი წინააღმდეგია ამ იდეის.
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნებისმიერი ფორმით მიუღებელია“, - განაცხადა რიაბკოვმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახლა კიდევ უფრო გაუარესებულია, ვიდრე ცივი ომის დროს.
ამავე თემაზე:
ვიქტორია ნულანდი მოსკოვს ეწვია
რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიიდან ამოღების შემდეგ, ვიქტორია ნულანდი მოსკოს ეწვევა