იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების გარდაცვალების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა მათი ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ ინფორმირება.
,,ჩვენ დადგენილი წესის შესაბამისად, როგორც კი დადასტურდა ამ პირების გარდაცვალების ფაქტი შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს. ეს არის დადგენილი ფაქტი. გუშინვე ძალიან მალე გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შემდეგ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ,,რუსთავი2-ის“ ეთერში.
მთავარი პრიორიტეტი ყველა მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და დაწესებულებაში სიმშვიდის შენარჩუნება იყო და ეს შედეგი მიღწეულია. მისი განცახდებით, სწორედ ამის გამო არ გავრცელდა გუშინვე ოფიციალური განცხადება გარდაცვალების ფაქტის შესახებ.
გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე ციხის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება არ იყო, შეგნებულად, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შემდეგ ეტაპ-ეტაპ დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენა. ჩვენ თავიდან ბოლომდე დაკავებული ვიყავით თითოეული პატიმრის უსაფრთხოებით. ამ დროს მეც პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც ვითარებას ციხის ადმინისტრაციასთან ერთად ვაკვირდებოდი. ჩვენ მთელი გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს გამოძიებას, რათა გაირკვეს სიმართლე და ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი დადგინდეს. მე როგორც იუსტიციის მინისტრი პირადად ვარ დაინტერესებული რომ დადგინდეს სიმართლე და დარწმუნებული იყავით ჩვენგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება გამოძიებას, იმისთვის, რომ საზოგადოებამ და პირველ რიგში, მისმა ოჯახის წევრებმა გაიგონ სიმართლე“, - განაცახდა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში გუშინდელი ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე:
პენიტენციური სამსახური გარდაცვლილი პატიმრების ვინაობას ასაჯაროებს
ადვოკატი: ერთ-ერთი პატიმარი მეორეს გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ კვამლის გამო გარეთ ვეღარ გამოაღწიეს