სამხედრო ანალიტიკოსი: ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება, აუცილებელია საზღვაო თავდაცვის გაძლიერება

"ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება. მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლების დაცვის გაძლიერება, რომელიც არის დესანტსაშიში", - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ირაკლი ალადაშვილმა Europetime-ს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

როგორც სახმედრო ანალიტიკოსი Euroepetime-თან საუბრისას განმარტავს, 1993 წელს აფხაზეთის ომში და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული დესანტის გადმოსხმის ცუდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ სანაპირო დაცვის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთის.

"ჩვენთვის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხელახლა შექმნა რთულია, რომელიც 2008 წლის შემდეგ გავაუქმეთ და გავაერთიანეთ შსს-ს სანაპირო დაცვასთან. ფლოტს ვერ შევინახავდით. ომის დროსაც გამოჩნდა, რომ ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვიყენებდით. საჭიროა ჩვენი სანაპირო დაცვის გაძლიერება. მოწინაღმდეგის საზღვაო დესანტისგან დასაცავად, ასევე პორტების ბლოკირებისგან დასაცავად.

თუ ჩვენ ვაძლიერებთ ტანკსაწინაღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, იგივე ჯაველინების შეძენის სახით და იგივე საფრანგეთისგან საზენიტო მისტრალების შესყიდვით, ასევე ლოგიკური იქნება ხომალდსაწინააღმდეგო სანაპირო დაცვის გაძლიერება. სანაპირო დაცვას პატარა კატარღების ტყვიამფრქვევებით ვერ შევძლებთ.

აქ არის საუბარი მართვად ხომალდსაწინაღდეგო რაკეტების შეძენის საჭიროებაზე, მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია, მაგრამ შუძლიათ, 100-300 კილომეტრამდე მანძილზე მოწინაღმდეგის ხომალდის დაზიანდება.

ამას აკეთებს უკვე უკრაინა, თავისი ნეპტუნის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების წარმოებით. ესტონეთმა ისრაელთან გააფორმა ხელშეკრულება თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო სისტემას ყიდულობს. იგივეს აკეთებს, ლიეტუვა, ლარვია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამივე ქვეყანა NATO-ს წევრი ქვეყნები არიან. მათ იციან, რა არის საზღვაო დესანტის საფრთხე", - განმარტავს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარი რედაქტორი და ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი.

მისი თქმით, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში საქართველო აშშ-ს შორის კონკრეტული შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა ვიზიტის მთავარი თემა მაინც შავი ზღვის აკვატორიაა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით, აშშ-ს და საქართველოს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც „საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას“ ითვალისწინებს.

ანალიტიკოსი მოიაზრებს რომ ეს შეთანხმება საქართველოს საზღვაო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასაც გულისხმობს.

აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად

ლოიდ ოსტინი 3+3 ფორმატზე: ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას

ლოიდ ოსტინი: საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები