"თურქეთმა უნდა გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის საძაგელი საქციელი არ შეესაბამება NATO-ს ინტერესებს", - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა მით რომნიმ სოციალურ ქსელ twitter-ში დაწერა.
„რუსეთის ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, უკრაინასა და საქართველოში შეჭრიდან დაწყებული და ცრუ დეზინფორმაციის გავრცელებით დამთავრებული, აზიანებს ჩვენს NATO-ელ მოკავშირეებს. თურქეთმა უნდა გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის საძაგელი საქციელი არ შეესაბამება NATO-ს ინტერესებს“, – წერს მით რომნი.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების საკითხი, ასევე რუსეთის მოქმედებები რეგიონში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენებზე განიხილებოდა.
გლაზგოში გაეროს კლიმატის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შეხვდება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დიდი ალბათობით გაიმართება, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა მას არ შეუძლია.
თურქეთიდან ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“
ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია