ნიკა მელია: თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ

`თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ“, - ამ გზავნილით მოუწოდა მხარდამჭერებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხვალ, 8 ნოემბერს, აქციაზე მისვლისკენ. ნიკა მელიამ ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტის სიკვდლით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და სურს, ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. თუმცა ოპოზიციონერი ლიდერი „პირობას დებს, რომ ამას არ დაუშვებს“.

„ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული, თუ საქართველოს კიდევ ერთ პრეზიდენტს მოვუკლავთ. დღეს სააკაშვილი მაგალითია იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე, დასავლეთი თუ რუსეთი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, "მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე გადის არჩევანის ისტორიული ხაზი, ვირჩევთ - დასავლეთს თუ რუსეთს".

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი კონსილიუმის წევრებს სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვს

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერებას ინსპექტორის სამსახური შეისწავლის