ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, გლდანის, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება დატოვა. ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან განაცხადა, რომ პირველი დღეა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ ადგა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილს აქვს მძიმე სისუსტე.
ექიმის ცნობით, ექსპრეზიდენტს საუბარიც უჭირს. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ადგილზე იმყოფება მთავარი ექიმი.
მიხეილ სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.
ამავე თემაზე:
რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით
ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს