მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაშია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის პერსონალი და არაერთი კონკრეტული ექიმი, მათ შორის სხვადასხვა ბრიგადიდან მივლენილი.

მდინარაძის თქმით, ჯერჯერობით ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა საჭიროება არსებობს დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, რა სერვისის გაწევის საჭიროებაა, რის გამოც უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში.

„გვესმის მოწოდებები, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეთ, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში. ასევე - რომ გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება მათი „ფეიკ“ მესიჯები თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. კატე სჭირდება? - არის. შესაძლოა, დასჭირდეს და შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს, ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო.

ექიმები და პირადი ექიმი არის იქ და მაინცდამაინც კონსილიუმი არ არის საჭირო. როგორც ვიცი კონსილიუმი დასჭირდა იმიტომ, რომ ის იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო, დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. 13 ნოემბერს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება.

ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა

მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ