ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიისგან პოლონეთისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გაყინვას ითხოვენ

ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფებმა ევროკომისიას მიმართეს და პოლონეთისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გაყინვა მოითხოვეს, ვიდრე ვარშავა კანონის უზენაესობასა და ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას პატივს არ სცემს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

23.9 მილიარდ ევროს გრანტს და 12.1 მილიარდ ევროს ოდენობის იაფ სესხს ევროკავშირის ეკონომიკური აღდგენის ფონდი უზრუნველყოფს, რომლის მიღებაც ვარშავას პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენად შეუძლია.

ფულის მისაღებად მან რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის კანონის უზენაესობის პატივისცემის კრიტერიუმი.

პოლონეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული $1,2 მილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს

ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

BBC: პოლონელები მასობრივი საპროტესტო აქციებით უჭერენ მხარს ევროკავშირს, შიშის ფონზე, რომ ქვეყანას შეუძლია, ბლოკი დატოვოს