ენტონი ბლინკენი: შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო

"შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო, მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ცნობით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის მოსაგვარებლად“, - წერს ბლინკენი.

16 ნოემბერს, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდა.