ლავროვმა და ჩავუშოღლუმ ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონული საკითხებზე ისაუბრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან, იუწყება TASS-ი.

სააგენტო თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და მთელი რიგი რეგიონული საკითხები.

მხარეებმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა ჩავუშოღლუს მოუწოდა, „სერიოზულად მოეკიდოს მოსკოვის შეშფოთებას კიევსა და ანკარას შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს უკრაინის მილიტარიზაციას“.

ცნობისთვის, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების მრჩევლებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს.

ამავე თემაზე:

ექსკლუზივი: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით

რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ

დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია