უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას გეგმავს

რუსეთი, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე. Military Times-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროს, კირილ ბუდანოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის ნიშნები უკვე ჩანს.

საუბარია მოსალოდნელ საარტილერიო და საავიაციო დარტყმებზე, რომლებსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ოდესასა და მარიუპოლზე.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ წლის დასაწყისში ორგანიზებულმა მასშტაბურმა სამხედრო წვრთნამ „დასავლეთი 2021“, აჩვენა, რომ რუსეთს ერთდროულად სამხედრო-საჰაერო და სპეციალური ოპერაციის ძალების 3500 მებრძოლზე მეტის გადასროლა შეუძლია.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან, მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების სურვილი უკვე ვნახეთ

ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია