როგორ შექმნა BioNTech-მა „დელტა“ შტამზე ორიენტირებული კოვიდვაქცინა - ამ თემაზე უცხოურ წყაროების მიერ მომზადებული მასალის თარგმანს Europetime გთავაზობთ.
MRNA ვაქცინებს სწრაფად განახლების უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების შემქმნელები ორიგინალ ვერსიას ენდობიან, კორონავირუსის მუტაციებიდან გამომდინარე, ვაქცინების შეცვლაც შესაძლებელია.
როდესაც დელტას ვარიანტი ფართოდ გავრცელდა, გერმანიაში დაფუძნებული კომპანია, BioNTech-ის მეცნიერებმა, რომლებიც Pfizer-თან თანამშრომლობდნენ COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად, სწრაფად დაიწყეს სპეციალურად „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინის ახალ ვერსიაზე მუშობა.
„MRNA ტექნოლოგია „შეიძლება გახდეს ის, რასაც პლატფორმის ტექნოლოგიას უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ უბრალოდ შეცვლით კოდის თანმიმდევრობას, ტექნოლოგია იმდენად სტაბილურია, რომ ყველაფერი დანარჩენი ძირითადად იგივე რჩება. ასე რომ, წარმოებაში, თქვენ არ გჭირდებათ ბევრი რამის შეცვლა, რაზეც უნდა ისაუბროთ მაგალითად მარეგულირებლებთან, რათა აჩვენოთ, რომ არსებობს ხარისხის კონტროლი“, - ამბობს ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის დამფუძნებელი, მეცნიერი ოზლემ ტურეჩი, რომელმაც კოლეგა უგურ შაჰინთან ერთად, Pfizer-თან თანამშრომლობით პირველი ვაქცინა შექმნა COVID19-ის წინააღმდეგ.
გერმანიის პრეზიდენტმა Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელებს გერმანიის უმაღლესი ჯილდო გადასცა
„ახალი ვაქცინის დამზადება ოთხ კვირაზე ნაკლებ დროში შეგვიძლია“, - ამბობს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი, რომელიც ხელმძღვანელობდა COVID19-ის ვაქცინის რეკორდულ 11 თვიან გზას ლაბორატორიიდან დამტკიცებამდე.
„ადრე, ყველაზე სწრაფ ვაქცინას, რაც კი ოდესმე შემუშავებულა, ოთხი წელიწადი დასჭირდა. ახლა კი ყველა საჭირო ტესტირებით, 100 დღეზე ნაკლები დრო დაგვჭირდება ვაქცინის რეალურად წარმოებამდე. დროთა განმავლობაში ეს დრო უფრო მოკლე გახდება, რადგან ყველაფერი გაუმჯობესებისკენ მიდის, ეს მართლაც ტექნოლოგიის ძალაა: შეგიძლია იყო ძალიან სწრაფი“, - აღნიშნავს უგურ შაჰინი.
BioNTech-მა და Pfizer-მა დაადგინეს, რომ COVID19-ის ორიგინალი ვაქცინის მესამე დოზა უფრო მეტად იცავს „დელტა“ ვარიანტისგან.
უკვე იწყება „დელტა“ ვერსიის წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკური კვლევები, რათა მარეგულირებლებთან ერთად შეძლონ საუკეთესო არჩევანის გაკეთება.
„დელტა“ ვარიანტმა შეიძლება კიდევ უფრო მეტი მუტაცია განიცადოს ისე, რომ მიზნობრივი ვაქცინა უფრო საჭირო გახდეს. იმ ადგილებში, სადაც ახლა რამდენიმე ადამიანია აცრილი, მაგალითად აფრიკის ბევრ ქვეყანაში, შეიძლება უფრო გამართლებული იყოს „დელტაზე“ ორიენტირებული ვაქცინით აცრა, თუ ეს დომინანტური შტამია. (ფაქტობრივად არსებობს დელტა ვარიანტების მრავალი შტამი, ამიტომ სამიზნე ვარიანტი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი დომინირებს).
BioNTech-ი ცდის ვაქცინის ვერსიებს ყველა ვარიანტზე, მათ შორის alpha, beta, gamma, delta, epsilon, lamda, and theta ვარიანტებზე.
„განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ლამბდა ვარიანტზე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში გაჩნდა“, - ამბობს უგურ შაჰინი.