თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ NATO-ში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები და მათ შორის აშშ და უკრაინა არ არიან“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
„NATO-ს წევრები წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამას რუსეთი არ წყვეტს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები. ეს არ არის შეერთებული შტატები, ეს არ არის უკრაინა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ამავე თემაზე:
სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან
ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა მათ შორის უკრაინისთვის და საქართველოსთვის
ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს.