გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოცემულ მომენტში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხადაჭერილი არ იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში ვერ იქნება სერტიფიცირებული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს. ამის მიზეზად ბერბოკმა გაზსადენის ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა.

ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში, რუსულ გაზსადენთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის ახალი მინისტრთა კაბინეტის შესახებ კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ გაზსადენის საკითხში იგი ევროპული ნორმებით იხელმძღვანელებს.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტულად გაზსადენის შეუსაბამობა.

ცნობისთვის, გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია და მას ექსპლუატაციაში შესასვლელად სჭირდება შესატყვისი სერტიფიცირება, რითაც გერმანიის შესაბამისი უწყებაა დაკავებული. ნოემბერში გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი.

აშშ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა მისი ექსპლუატაციას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გაზსადენი მოსკოვის ხელში ევროპაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა.

გერმანის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი პოლონეთს ეწვია