არჩევნების გაყალბბების ბრალდებით, ვაშინგტონში გამართულ საპროტეტსო აქციაზე შეტაკება მოხდა. ერთმანეთს დონალდ ტრამპის მომხრეეები და მოწინააღმდეგებიი დაუპირისპირდნენ.
დაკავებულია ექვსი პირი. შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტი ავრელებს.
აქციაზე დონალდ ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება გააპროტესტეს და გამარჯვებული კანდიდატი არჩვენების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
აღნიშნული აქციის პარალელურად ტრამპის მოწინააღდეგების აქცია მოეწყო, რომლის დროსაც ორი მხარე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ტრამპის მომხრეები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არ აღიარებენ და ბრძოლას განაგრძობენ.