აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა 30 წლიანი კონფლიქტი ძალის გამოყენებით მოაგვარა და არა პოლიტიკური საშუალებებით.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მინსკის ჯგუფის ევროპელ და ამერიკელ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანში რუსეთის ელჩიმიხაილ ბოჩარნიკოვიდა ეუთო-ს მოქმედი წარმომადგენლის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპშიკი.
„სამწუხაროდ, მინსკის ჯგუფმა არანაირი როლი არ ითამაშა კონფლიქტის მოგვარებაში. მიუხედავად ამისა რომ 28 წლიანი მანდატი ჰქონდათ. .ახლა რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა. ვეთანხმები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყნის მეთაურს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიად იქცა. აზერბაიჯანმა თავად გადაწყვიტა ეს საკითხი. ბრძოლის ველზე სომხეთზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაიძულეთ დამპყრობელი, ეღიარებინა დამარცხება და ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც სომხეთის დანებებად მიგვაჩნია, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ფაშინიანის დიქტატორულ რეჟიმს ეკისრება“-აცხადებს ილჰამ ალიევი