აშშ-ის სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტის ქსელის გატეხვასა და ელექტრონული წერილების კონტროლში რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ.
როგორც სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს ჰაკერულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმა იმდენად სერიოზულია, ამ საკითხზე თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. გამოძიება ვარაუდობს რომ აღმოჩენილი ჰაკერული თავდასხმა ჯერჯერობით აისბერგის მწვერვალია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკული მედიის მორიგ უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობას ჯერჯერობით საჯაროდ არ განუცხადებია, ვინ შეიძლება იდგეს ჰაკერების უკან.