ვენესუელას სანაპიროსთან 14 მიგრანტის  ცხედარი იპოვეს

14 მიგრანტი ვენესუელას ერთ-ერთ სანაპიროსთნ გარდაცვლილები იპოვეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელას ხელისუფლება ვარაუდოს, რომ მიგრანტები ვენესუელადან ტრინიდადი და ტობაგოში მიემგზავრებოდნენ.

ტრინიდადი და ტობაგოს ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილების ნავმა ქალაქი გიურა 6 დეკემბერს დატოვა და მასზე, საერთო ჯამში, 20 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა.

ტრინიდადი და ტობაგოში 40 000-მდე ვენესუელელი ცხოვრობს, უმეტესობა საკუთარი ქვეყნიდან ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობას გაურბის. ისინი ქვეყანას ხშირად პატარა ნავებით ტოვებენ, რომლებშიც საწვავისა და საკვების მცირე მარაგი აქვთ.