სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ეჭვმიტანილი 50 წლამდე კაცია. ინფრასტრუქტურის მინისტრმა პატრიცია დე ლილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირი პარლამენტის შენობაში დააკავეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შემთხვევა კვირას მოხდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა პარლამენტის სახურავი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
კეიპტაუნში ძლიერმა ხანძარმა პარლამენტის შენობა მთლიანად დააზიანა