"რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტად ხდება მისი გამრავლება, რაც ახალი ვარიანტის წარმოშობის ალბათობას ზრდის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ოფიცერმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა, რომ ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებს საპირისპირო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
„რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტად ხდება მისი გამრავლება, რაც ახალი ვარიანტის წარმოშობის ალბათობას ზრდის. ამჟამად „ომიკრონი“ მომაკვდინებელია. მას შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს. შესაძლოა, „დელტაზე“ ოდნავ ნაკლებად, თუმცა ვის შეუძლია თქვას, როგორი იქნება შემდეგი ვარიანტი?“ - აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.