ყაზახეთში აქციის მონაწილეთა ნაწილი ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობს.
სოციალურ ქსელში ძეგლის ჩამოგდების მცდელობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ძეგლზე თოკები იყო მიბმული, მათი დახმარებით აქციის მონაწილეები ძეგლის ჩამოგდებას გეგმავენ.
პირველი პრეზიდენტის ნაზარბაევის ძეგლი ტალდიკორგანში 2016 წელს დაიდგა.
ბოლო ინფორმაციით, დემონსტრანტები ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის, ალმათის აეროპორტში შეიჭრნენ.
ასევე წაიკითხეთ: მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა
ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ
აქციის მონაწილეები „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მათ მოთხოვნებშია ასევე დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ოფიციალურად დაგმობას მოითხოვენ. მათ ასევე სურთ, რომ ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა გაერთიანება.
ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და 6 იანვრიდან უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ნურსულთან ნაზარბაევს შეცვლის.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო.
ეუთოს თავმჯდომარემ ენ ლინდემ ყაზახეთში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ძალადობა არსებული პრობლემების გადაჭრის არასწორი გზაა.
ამავე თემაზე
კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია