ვაშინგტონს ყაზახეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების განთავსების მოთხოვნის კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებიათ ცნობებს იმის შესახებ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ თავისი კოლექტიური სამშვიდობო ძალები ყაზახეთში გააგზავნა. კითხვები გვაქვს ყაზახეთის ამ მოთხოვნის ხასიათზე, იყო თუ არა ეს მიწვევა კანონიერი. ამ მომენტისთვის ჩვენ ეს არ ვიცით“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, მსოფლიო, რა თქმა უნდა, თვალყურს ადევნებს ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას და ქმედებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს ყაზახური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების საფუძველი
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალებსა და ყაზახეთის სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვან, რათა მხარი დაუჭირონ მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის
BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს
7 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. ალმათიში შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. 6 იანვარს ქალაქის პოლიციაში აცხადებდნენ, რომ ლიკვიდირებულია მასობრივი არეულობების ათეულობით მონაწილე.