ამერიკელი სენატორები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და პუტინის გასაფრთხილებლად, იარაღის მიწოდებას პირდებიან

აშშ-ის სენატორების ჯგუფმა ორშაბათს, კიევში ვიზიტისას, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთის გასაფრთხილებლად იარაღის მიწოდებას დაპირდა. ამის შესახებ აშშ-ის სენატორების ჯგუფმა ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სენატორები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აფრთხილებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევისგან თავი შეიკავოს.

Reuters-ი წერს, რომ უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განგაში ატეხეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი მოაგროვა უკრაინის საზღვრებთან და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, მათ შორის NATO-ში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის კონგრესის დელეგაცია უკრაინას ეწვევა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედების 18 სცენარი აქვს მზად