ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩმა ევგენ პერებიინისმა განაცხადა, რომ პრაღის აეროპორტი ფრენების შესახებ რუსულად აღარ გამოაცხადებენ.
საელჩო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ პრაქტიკის შეცვლას, რადგან ინფორმაციის რუსულ ენაზე დუბლირებას არალოგიკურად მიიჩნევდა. აეროპორტის ადმინისტრაცია კი განმარტავდა, ორმ ავიაკომპანიების თხოვნას ითვალისწინებდა და აღნიშნული პრაქტიკა ტრანზიტით მიმავალი მგზავრებისთვის.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენი არგუმენტების გათვალისწინებით, პრაღის აეროპორტმა საელჩოსადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, უკრაინის მიმართულებით ფრენების შესახებ ყველა განცხადება საბოლოოდ მხოლოდ ჩეხურ და ინგლისურ ენებზე გამოცხადდება, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართულებით ფრენების დროს“, - განაცხადა ელჩმა.
მისივე განცხადებით, „უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ, გაიგონ ინგლისურ ენაზე მიწოდებული საბაზისო ინფორმაცია, რუსეთის მოქალაქეები კი, უკრაინის გავლით, როგორც წესი, არ დაფრინავენ, რადგან უკრაინას აგრესორ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვეტილი აქვს“.