უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეშვიდე პარტია მიიღო. თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ეს არ არის დასასრული და გაგრძელება იქნება“.

„ბორისპოლში მე-7 ჩიტი დაეშვა! 85 ტონა საბრძოლო მასალები ყუმბარმტყორცნებისთვის. შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის დასასრული! გაგრძელება იქნება“, - აღნიშნულია მინისტრის ტექსტში.


ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო.

ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება

პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს

იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა

ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის


რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისი არ იქნება საკითხზე, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.