რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ერდოღანმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის ყირიმის გათავისუფლებისა და ყირიმის მცხოვრებლების უფლებების დაცვის მიზნით. ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმელი თათრების მხარდაჭერასა და დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობაზე. ამ საკითხში ნამდვილად არის პროგრესი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მალე იქნება შედეგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ხერსონში, მიკოლაივსა და კიევში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე გამოხატა მადლიერება ერდოღანის ინიციატივისთვის, გახდეს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების გზაზე.

„უკრაინაში მშვიდობისთვის ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, სად შეგვიძლია დავასრულოთ ომი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გულწრფელად იყოს მზად ამისთვის", - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს