უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში ჩავიდნენ

აშშ-ის პირველი ჯარისკაცები, რომლებიც NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში აძლიერებენ, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე გერმანიაში ჩავიდნენ. იტყობინება Reuters-ი აშშ-ის ევროპული სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„მე-18 საჰაერო-სადესანტო კორპუსის ჯარისკაცები დღეს ვისბადენში ჩავიდნენ. ისინი გერმანიაში შტაბს შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ 1 700 მედესანტეს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის

ინფორმაციისთვის, 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. ამასთან, აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში.